5 და 6 ივნისს მუშთაიდის პარკი კერძების სურნელით აივსო. ფესტივალის Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემო ორგანიზატორების მიერ შერჩეული კვების ობიექტებისა თუ ახლადგახნილი რესტორნების მზარეულებმა იქ მისულ ადამიანებს ე.წ. სტრიტ ფუდის განსაკუთრებული გემო შესთავაზეს.

ფესტივალში სხვა კომპანიებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პროგრამა სტარტაპერის მონაწილე რესტორნები, კაფეები და სხვა სახის კვების ობიექტები; ასევე, ხელნაკეტი ნივთების მწარმოებელი სტარტაპები. ამ ნაბიჯით თიბისიმ მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივ ბიზნესს, სტარტაპებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფესტივალს, Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემო.

თიბისი როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით ფესტივალის მონაწილეებს უნაღდო ანაგარიშწორებას სთავაზობდა.

ფესტივალის მთავარი მიზანი ახალი გემოების აღმოჩენა გრძელდება, თბილისისთვის გემოს გასინჯვა მომდევნო შაბათ-კვირასაც შეგეძლებათ.