ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი გეტყვით, რომ თევზეული უნდა მიირთვათ ახალი, ყოველგვარი გაყინვის გარეშე.

თუმცა, იცოდით რომ სწორად გაყინული და შენახული თევზი, არათუ ინარჩუნებს მის სასარგებლო თვისებებს, არამედ ის უკვე არის პარაზიტებისგან გასუფთავებულიც? ამას ცოცხალ თევზზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით.

ამ სტატიაში ჩვენ, ალასკის ზღვის პროდუქტების მარკეტინგული ინსტიტუტის ექსპერტებთან ერთად მოგიყვებით თითოეულ იმ მითსა და სტერეოტიპზე, რომელიც აუცილებლად გექნება გაგონილი, თუკი ერთხელ მაინც შეგიჩერებია არჩევანი გაყინულ ზღვის პროდუქტზე.

გაყინული თევზი თუ ცოცხალი თევზი

დღესდღეობით ალასკას შტატის თევზმჭერი კომპანიები თევზეულის ყველაზე სწორ და უსაფრთხო გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ. აქ თევზი დაჭერიდან რამდენიმე საათში იყინება და მისი ტრანსპორტირებაც სწორედ ასეთ მდგომარეობაში ხდება როგორც მთელ მსოფლიოში, ისე - საქართველოშიც.

თანამედროვე შოკური გაყინვის ტექნოლოგიებით შესაძლებელია თევზისა და ზღვის პროდუქტების გემოს, არომატისა და ტექსტურის შენარჩუნება, მაშინაც კი, თუ ის რამდენიმე თვის წინაა დაჭერილი. სწორედ ამგვარად ხვდება ველური ორაგულის ხუთი სახეობა, ღურკანა, კეტა, სოკეი ორაგული, ჩავიჩა და წითელი ორაგული, ალიასკის წყლებიდან პირდაპირ საქართველოში.

სახლის მაცივარში თევზის დიდხანს შენახვა არ შეიძლება

სინამდვილეში აქაც არსებობს წესები, რომელთაც თუკი დავიცავთ, თევზს გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს არ დავუკარგავთ. მაშ ასე: თევზის ყიდვისას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ მას არ ჰქონდეს ზედმეტი ყინული, არ იყოს ყვითელი ფერის და დაზიანებული კანით. მისი ჭიქური თხელი, ერთგვარი და გამჭვირვალე უნდა იყოს. შეფუთვა თევზს ჟანგბადის ზემოქმედებისგან იცავს, ამიტომაც მისი ყიდვისას დარწმუნდით, რომ შეფუთვა დაზიანებული არ არის. თევზი ფუჭდება მისი ხელახალი გაყინვით, ამიტომაც, სახლში მოტანიდან მალევე შეინახეთ საყინულეში. სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ მისი შენახვა სახლის პირობებში დაახლოებით 6 თვის მანძილზეა შესაძლებელი.

შესაძლებელია მომზადებული თევზი გაარჩიო გაყინული იყო თუ ცოცხალი

აქ მთავარია არამხოლოდ ის, თუ რა პირობებში იყო თევზი გაყინული, არამედ ისიც, თუ როგორ გავალღვეთ მის მომზადებამდე. ყველა შეფმზარეული გვირჩევდა, რომ გაყინული თევზი დაახლოებით 10-24 საათის განმავლობაში უნდა დნებოდეს. თევზი ნელი ლღობის დროს სისველეს, გემოსა და სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს. მისი გალღობისთვის იდეალური ადგილი მაცივრის ქვედა თაროა. ლღობის დროს თევზი სადრენაჟე ჭურჭელში უნდა მოთავსდეს, რათა წყლის დაგროვება გამოირიცხოს.

ასე რომ თუკი თევზის ჩართვას თქვენს რაციონში აქტიურად აპირებთ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და დააგემოვნეთ საუკეთესო ხარისხის გარეული თევზი პირდაპირ ალასკიდან.