რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. აღნიშნულზე ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში შეინიშნებოდა ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, შენობიდან ხანძარი გავრცელებული იყო სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირება", — აცხადებენ ისინი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.