პუშკინის სკვერში შუქრუთელი მოშიმშილეების სოლიდარობის აქცია გაიმართა
მოქალაქეთა ნაწილმა შუქრუთელ მოშიმშილეებს სოლიდარობა პუშკინის სკვერში გამართულ აქციაზე გამოუცხადა. აქციაზე მოეწყო შუქრუთელების პრობლემების ამსახველი ფოტო-გამოფენა და ფილმის ჩვენება.
"სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები დიდი ხანია პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას მოითხოვენ, რაც ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი", — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქციაზე თავად შუქრუთელი მოშიმშილეებიც აპირებდნენ მისვლას, თუმცა როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ ეს ფიზიკურად ვერ შეძლეს. შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა ისინი მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ.
აქციაზე მხოლოდ ერთი მოშიმშილე, ჯანო ლაბაძე მივიდა, რომელმაც შეკრებილებს დანარჩენი მოშიმშილეების სახელით მადლობა გადაუხადა.
"დარწმუნებული ვარ, ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის შეძლებს იმას, რომ შეიცვალოს არარაციონალურად გამოყენება ჩვენი რესურსების, ეს გადაიქცეს სიკეთედ ჩვენთის და არ ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში", — განაცხადა ლაბაძემ.
"მათ გააზრებული აქვთ, რომ მათი ბრძოლა არ არის მხოლოდ მათი სოფლისთვის და მათი სახლებისთვის ბრძოლა. მათ გააზრებული აქვთ, რომ ეს ბრძოლა არის მთლიანად ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ერთ კვირაზე მეტია შუქრუთელების პროტესტმა ჭიათურიდან თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან გადაინაცვლა. მათი განცხადებით, შპს ჯორჯიან მანგანეზის მიერ მადნის მოპოვებითი სამუშაოები აზიანებს მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს.
შუქრუთელებმა პროტესტი პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნით 2019 წლის სექტემბერში დაიწყეს. პროტესტი გაგრძელდა ნოემბერშიც. მოსახლეობას მაშინ შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდა პარალიზებული.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ.
ამის შემდეგ შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი 2020 წლის თებერვალში განაახლა. მოთხოვნები ისევ იგივე იყო. ჯორჯიან მანგანეზის მფლობელობაში არსებული მაღაროების ფუნქციონირება მათ კვლავ შეაჩერეს.
შუქრუთელთა პროტესტს მაშინ გამოეხმაურა სახალხო დამცველი და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. ჯორჯიან მანგანეზი ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები