წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო ნინოწმინდის პანსიონზე ხელისუფლებას მიმართავს
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT) ნინოწმინდის პანსიონზე განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიონ ეკლესიის მიერ მართულ ბავშვთა სახლებში ძალადობის ფაქტები და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავე პირები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შოკირებულები არიან გავრცელებული ინფორმაციით წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.
"IRCT მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ძალადობის ფაქტები წამების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც სტამბულის პროტოკოლშია ასახული. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა დამნაშავე და სახელმწიფოს უნდა უზრუნველყოს ყველა ბავშვის რეაბილიტაცია, რომლებიც ამ დაწესებულებაში პირდაპირი ან არაპირდაპირი ძალადობის მსხვერპლი იყვნენ", — წერია განცხადეაბში.
IRCT-ის ადვოკატირების დირექტორი არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეჭვგარეშეა, ეს წამება და სასტიკი მოპყრობაა ბავშვების მიმართ.
"ნებისმიერმა დაწესებულებამ, რომელიც ბავშვებზე ზრუნვაზე არის პასუხისმგებელი, უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ უფლებები დაცულია მუდმივი მონიტორინგით და ძალადობის შემთხვევაში რეაგირებით", — განაცხადა მან.
2 ივნისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ამბავზე გამოძიება გაუპატიურების მუხლითაც მიმდინარეობს. ომბუდსმენის განცხადებით, პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავაურო ძალადობის საქმეებზე.
3 ივნისს მედიაში გავრცელდა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის ინტერვიუ, სადაც ის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს. იმავე დღეს შსს-მ გაავრელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ძველ მიმდინარე საქმეებზე მათ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, ახალ გავრცელებულ ინფორმაციაზე კი გამოძიება დაიწყეს.
იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონიდან წასვლა არ სურთ, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა მათზე ფსიქოლოგიურად იძალადა, ვიდეოზე გადაიღო და გაავრცელა. სპირიდონის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, ასევე, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მათგანი როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
უფლებადამცველი ანა არგანაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ამ ვიდეოში ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და მათი ნების კონტროლი ჩანს. იგი აკრიტიკებს სოციალური მუშაკების ქცევას და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ვიდეოს დაბლოკვა უნდა მოითხოვოს.
ამავე თემაზე:
- ომბუდსმენი მეუფე სპირიდონის გავრცელებულ ვიდეოებზე უწყებებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
- სახალხო დამცველი ვიდეოებში მეუფე სპირიდონის ბავშვებთან კომუნიკაციას ფსიქოლოგიურ ძალადობად აფასებს
- კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას — სახელმწიფო ინსპექტორი პანსიონის ვიდეოზე
- PHR-მა შსს-ს მეუფე სპირიდონისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე მიმართა
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტიონორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
რაც შეეხება სახელმწიფოს რეაქციას, 14 მაისს, პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, დეპუტატ დავით სერგეენკოს კითხვის პასუხად თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეურვე-მზრუნველობის ორგანო მონიტორინგს სტანდარტულად ახორციელებს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები 19 მაისს ისევ იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის საშუალება კვლავ არ მიეცათ. როგორც ისინი ამბობენ, პანსიონის წარმომადგენლებმა მათთან საუბარი არ ისურვეს და მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ომბუდსმენი ამბობს, რომ დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.
"სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა".
სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები