დიდი ბრიტანეთის რეგულირების ორგანომ 12-15 წლის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დასაშვებად ცნო. ახლა ვაქცინაციის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, გაიკეთებენ თუ არა ბავშვები აღნიშნულ ვაქცინას.

Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება უკვე რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ პირებისთვის.

რეგულირების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ჯუნ რეინის თქმით, 12-15 წლის მოზარდებისთვის ვაქცინის უსაფრთხოება მკაცრად გაკონტროლდება. ამ ეტაპისთვის, დიდ ბრიტანეთში 18 წლის ქვემოთ პირების გეგმიური ვაქცინაცია არ ტარდება.

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა 12-15 წლის ბავშვებისთვის Pfizer-ის ვაქცინა ცნო დასაშვებად, ხოლო აშშ-მ და კანადამ ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია უკვე დაიწყო. გერმანიაში განაცხადეს, რომ 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციას 7 ივნისიდან დაიწყებს.