Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".

გიორგი თაბაგარის თქმით, მარში რუსთაველის გამზირზე გაიმართება და შეკრებას რუსთაველის მეტროსთან დაიწყებენ.

"ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღალ ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე. გჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებსა და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა!" — ნათქვამია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.

Tbilisi Pride სახელმწიფოსგან მოითხოვს:

  • უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა;
  • შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
  • უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებულების დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
  • დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა.