ივლისში თბილისი 3-დღიან მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. თბილისის რიგით 24-ე ჯასზფესტივალი, რომელსაც უამრავი ადამიანი ელის, 6, 7 და 8 ივლისს ჩატარდება. მას ანტონიო სანჩესის კვარტეტი გახსნის.

ჯაზფესტივალი ეროვნული მუზეუმის ეზოში, ღია სივრცეში გაიმართება. ფესტივალის პარტნიორი წელსაც თიბისი კონცეპტია. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალი წელს საჩუქარი იქნება უამრავი მუსიკისმოყვარულისთვის.

  • ანტონიო სანჩესის კვარტეტი — 6 ივლისი, 19:00 საათი
  • BRANFORD MARSALIS — 7 ივლისი, 19:00 საათი
  • MONTY ALEXANDER TRIO — 8 ივლისი, 19:00 საათი

ჯაზფესტივალზე დასასწრებად მოქალაქეებს გაკეთებული უნდა ჰქონდეთ ვაქცინაციის ორივე დოზა, ან წარადგინონ PCR, სწრაფი ან ანტიგენის ტესტის პასუხები. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მუსიკის მოყვარულებს ტესტის გაკეთებას ადგილზეც შესთავაზებენ.