ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე პროკურატურიდან გამოვიდა. მისი დაკითხვა 15 საათიდან მიმდინარეობდა და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეკითხვები შეეხებოდა მიერ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის შორენა თეთრუაშვილსაც:

"იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩემს განცხადებებში ვახსენებდი ამ ქალბატონს და ჩრდილოვან მმართველობას, თავისთავად, შეკითხვები ამ მიმართულებითაც იყო. შევეცადე შეძლებისდაგვარად ამომწურავად და კორექტულად ამეხსნა".

მან პროკურატურას ურჩია, ის ადამიანები დაკითხოს, რომლებიც ციანიდის საქმეზე "გაზვიადებულ" განცხადებებს აკეთებენ:

"მიმაჩნია, რომ არ იყოს სამართალი მიკერძოებული, რომელსაც ვეძახი ფარისევლობას. კარგი იქნებოდა თუ ჩემამდე ყველაზე დიდი განაცხადების ავტორები დაიკითხებოდნენ, რომლებიც განცხადებებს აკეთებდნენ. ვგულისხმობ ქვეყნის პირველ პირებს, რომლებმაც გააზვიადეს და ძალიან დიდ გაუგებრობაში შეიყვანეს მოსახლეობა".

მიტროპოლიტმა დაადასტურა, ისიც რომ მიმოწერა, რომლიც მანვე გაავრცელა ავთენტურია. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პროკურატურაში მისვლამდე ტელეკომპანია პირველს სატელეფონო მიმოწერის ფოტომასალა გადასცა. მიმოწერაში ჩანს, რომ უცნობი პირი მიტროპოლიტს ურჩევს პროცესებს გაერიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ყველაფერი მას გადააბრალონ.