მაისში წლიური ინფლაცია 7,7% იყო — ეს ბოლო 10 წელში ფასების ზრდის რეკორდული მაჩვენებელია
2021 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 7,7% შეადგინა — ფასების ზრდის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის ივლისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 8,5% იყო.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,4%-ით, რაც 2,08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (26,7%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,6%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3,2%);
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,6%-იანი მატება, რაც 1,09 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8,4%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4,5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (3,2%). ამავე პერიოდში ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-9,4%);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (42,7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13,7%), რძე, ყველი და კვერცხი (8%), ყავა, ჩაი და კაკაო (8%), თევზეული (7,6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7,2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6%), პური და პურპროდუქტები (5%). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23,3%), ასევე ხილსა და ყურძენზე (-20,9%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13,4%-ით, რაც 1,01 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (19,5%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,9%) და საავადმყოფოების მომსახურების (4,4%) ქვეჯგუფებზე.
შეგახსენებთ, რომ აპრილში ფასები წლიურად 7,2%-ით გაიზარდა. მაღალი ინფლაცია იყო მარტშიც, როდესაც ფასების ასევე 7,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ინფლაციის დარეგულირების მიზნით, აპრილის მიწურულს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9,5%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც 125 ათასამდე მომხმარებელს სესხის საპროცენტო განაკვეთი 1%-ით გაეზარდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
კომენტარები