Call Me By Your Name-ის გაგრძელებაზე მუშაობა შეჩერდა
2017 წელს გამოსული პოპულარული ფილმის, Call Me By Your Name-ის გაგრძელება, რომელიც დიდი ხანია, იგეგმებოდა, შეჩერდა.
Bones & All-ის გადასაღებ მოედანზე, რომელიც ლუკა გუადანინოს ახალი პროექტია ტიმოთი შალამეს მონაწილეობით, რეჟისორის ინტერვიუ შედგა ვებგამოცემა Deadline-თან. ინტერვიუს ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ იმას შეეხებოდა, თუ რა ეტაპზეა Call Me By Your Name-ის გაგრძელება. გასულ წელს გავრცელებული ინფორმაციით, მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ შალამესაც და არმი ჰამერსაც, ამასთან, მეორე ნაწილის სცენარისტი ჯეიმს აივორი აღარ იქნებოდა.
"სიმართლე გითხრათ, ჩემი გული ისევ იქ არის, თუმცა ახლა ამ ახალ ფილმზე ვმუშაობ", — განაცხადა გუადანინომ, — "მალე კი ალბათ Scarface-ის პროექტზე მუშაობასაც დავიწყებ, ასე რომ, საქმე ბევრი მაქვს. ოკეანის აქეთ მხარესა და იმ ფილმებზე ვკონცენტრირდები, რომელთა გადაღებაც მინდა".
ამ ყველაფერს თან ერთვის ისიც, რომ არმი ჰამერის კანიბალიზმსა და სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ მსახიობის მონაწილეობით რამდენიმე პროექტი გაუქმდა, მათ შორის, ფილმი, სადაც ჰამერს ჯენიფერ ლოპესთან ერთად უნდა მიეღო მონაწილეობა. მსახიობთან თანამშრომლობა გაწყვიტა მისმა აგენტმაც და რადგან Call Me By Your Name-ის გაგრძელებაში მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობების შეცვლა ნაკლებსავარაუდოა, ონლაინგამოცემების ვარაუდით, პროექტი კი არ გაჩერდა, საერთოდ გაუქმდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა პროექტებზე გადაერთო ტიმოთი შალამეც. გარდა გუადანინოს პროექტში მონაწილეობისა, ის მალე ვილი ვონკას როლსაც მოირგებს Warner Bros.-ის ახალ ფილმში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები