ჯორჯიან მანგანეზი შუქრუთელების ბრალდებას დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს
ერთ-ერთი პირამოკერილი შუქრუთელი ქალის, ვერა კუპატაძის ბრალდებას, ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დამუქრებაზე ჯორჯიან მანგანეზი დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს. ჭიათურის მუნიციპალიტეტში მადნის მომპოვებელი კომპანია ამავდროულად აცხადებს, რომ ემიჯნებიან და კატეგორიულად გმობენ შანტაჟს.
"კომპანია ემიჯნება და კატეგორიულად გმობს შანტაჟს და მიაჩნია, რომ ადგილი აქვს ჯორჯიან მანგანეზის დისკრედიტაციის მცდელობას. მოვუწოდებთ, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები, დაინტერესდნენ პროტესტის მონაწილეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით და უმკაცრესად იმოქმედონ კანონის შესაბამისად. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა უმკაცრესად დაისაჯოს ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მხილებული ყველა პირი. მიგვაჩნია, რომ ამ მეთოდებით ბრძოლა, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რაც საზოგადოებისთვის ნაცნობი წარსული პრაქტიკაა, რომელსაც კომპანია გმობს და ემიჯნება. მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირველ რიგში აზიანებს კომპანიას და მოლაპარაკებების პროცესს, რაც საფრთხეს უქმნის დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვას და საქმის დროულად გადაწყვეტას", — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შუქრუთში აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ვერა კუპატაძე აცხადებს, რომ უცნობი კაცი თავისი რძლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით დაემუქრა. კუპატაძე, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი, OC Media-ს უყვება, რომ მან მსგავსი შინაარსის შემცველი ზარი 24 მაისს უცხო ნომრიდან ორჯერ მიიღო.
OC Media წერს, რომ ჩანაწერში, რომელიც მათ ვერა კუპატაძემ მიაწოდა, ისმის როგორ ემუქრება კაცი კადრების გამოქვეყნებით, იმ შემთხვევაში თუ შუქრუთელები პროტესტს არ შეწყვეტენ.
მედიის ინფორმაციით, ქალმა პოლიციას მიმართა და მათ ჩანაწერები მიაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
შუქრუთელებმა პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით 2019 წლის სექტემბერში დაიწყეს. პროტესტი გაგრძელდა ნოემბერშიც. მოსახლეობას მაშინ შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდა პარალიზებული.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ.
ამის შემდეგ შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი 2020 წლის თებერვალში განაახლა. მოთხოვნები ისევ იგივე იყო. ჯორჯიან მანგანეზის მფლობელობაში არსებული მაღაროების ფუნქციონირება მათ კვლავ შეაჩერეს.
შუქრუთელთა პროტესტს მაშინ გამოეხმაურა სახალხო დამცველი და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. ჯორჯიან მანგანეზი ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს. შუქრუთში რამდენიმე მოქალაქემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
წაიკითხეთ ასევე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები