SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, შესაძლოა, მომავალ წელს Starship-ის კოსმოსური ხომალდები ოკეანიდან გაეშვას.

"ოკეანეს კოსმოსური პორტი მშენებლობის პროცესშია და მომავალ წელს მზად იქნება," — თქვა ილონ მასკმა ტვიტერზე.

რაკეტის ორ ახალ გამშვებს მარსის მთვარეების სახელები დეიმოსი და ფობოსი ერქმევა. მომავალში დედამიწის ორბიტის, მთვარის და საბოლოოდ მარსის მისიები სწორედ აქედან გაეშვება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მისია ოკეანეში უფრო დაცული იქნება.

ეს კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ SpaceX მომავალი მთვარის და მარსის მისიებისთვის სერიოზულად ემზადება.

ამასთან, SpaceX მცურავ ასაფრენ პლატფორმებს როგორც აეროპორტებს ისე გამოყენებას. ამით Starship დედამიწის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში 1000-მდე მგზავრს გადაყვანას შეძლებს. ეს კოსმოსური კონტინენტალური სატრანსპორტო ქსელი იქნება.