დიდი ხანია კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდა — DRI რიონის ხეობაში მომხდარ დაკავებაზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში, პოლიციის მიერ ერთი ადამიანის დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ღონისძიებები, "დიდი ხანია კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდა". DRI-ში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო საჯარო ინტერესის დაცვის ნაცვლად, სრულად კერძო ინტერესის დაცვით შემოიფარგლება.
"ნაცვლად პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტისა, სახელმწიფო გადაცემულ უფლებამოსილებას, კონკრეტული შეხედულებების მქონე პირთა ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს. თვალსაჩინოა ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზება ნამახვანის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისათვის. მათი ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ რეპრესიული აპარატის გამოყენება, სამართალდამცავი ორგანოს ყოფილი თანამშრომლის მონათხრობითაც დასტურდება", — აცხადებს DRI.
არასამთავროვო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობაში არსებული საპროტესტო განწყობების ფონზე, ი.მ.-ს დაკავებისთვის შერჩეული ადგილი, დაკავების დრო, კონტექსტი და დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალის მობილიზება, მიუთითებს ოპერაციის არასათანადო დაგეგმვა-აღსრულებასა და გამოყენებული ძალის არაპროპორციულობაზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, გამიზნული გასროლა ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა დაპირისპირების განმუხტვის მიზნით განახორციელა. DRI აღნიშნავს, რომ ამავდროულად, განცხადებაში არ იყო მითითებული თუ რა ქმედებებმა გამოიწვიეს ინციდენტის მონაწილეთა ჯანმრთელობის დაზიანება და "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელი საფრთხე გახდა უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საფუძველი.
"მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების თანახმად, მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა არ უნდა გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა თავის ან სხვა პირთა დასაცავად, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების გარდაუვალი საფრთხე; ან მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს; ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დასაპატიმრებლად, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს; ან მისი გაქცევის აღსაკვეთად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად ექსტრემალური ზომები არასაკმარისია აღნიშნული მიზნების მისაღწევად", — განმარტავს ორგანიზაცია.
მათივე თქმით, მსგავსი ინციდენტების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღემდე სრულად არ შესრულებულა სახალხო დამცველის 2018 წლის რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების სამხრე კამერებით აღჭურვის თაობაზე, რაც არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს — შეისწავლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში ი.ბ.-ს დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს — უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდავი ნებისმიერი ღონისძიების მაქსიმალური გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულების სათანადო მექანიზმების დანერგვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ გამოყენებული ღონისძიებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
შსს რიონის ხეობაში გასროლას და სპეციალური საშუალებების გამოყენებას ადასტურებს. უწყება ამის მიზეზად სამართალდამცავებზე თავდასხმას ასახელებს.
სოფელ გუმათში საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის მონაწილე, 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, ბრალდებულის დაკავების დროს სოფელ საყულიაში პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები