დრონის დაკარგვა არავის უხარია, თუმცა, როდესაც ეს ტრაგიკული მოვლენა ხდება, მაშინ იმის იმედიღა გრჩებათ, რომ თქვენი მეტალის მეგობარი ღირსეულად დაეცა.

სწორედ ეს დაემართა ისლანდიაზე ჯოი ჰელმსის დრონს ცოტა ხნის წინ, როდესაც კინორეჟისორმა გადაწვყიტა, თავისი მფრინავი მოწყობილობა ფაგრადასფიალდის — რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარე ვულკანის შესწავლის მისიაზე გაეშვა. ვულკანი ამ დროს ამოფრქვევის პროცესში იყო.

სამწუხაროდ, დრონი ცოტა ზედმეტად მიუახლოვდა ლავას შხეფებს და საბოლოოდ, ჩამოვარდა — თუმცა, მის მიერ გადაღებული ბოლო კადრები უდაოდ შთამბეჭდავია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.