ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას — ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ფეისბუქზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაწერა.

"ეს დიდი აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას, ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების მეტ დაინტერესებას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო პოპულარიზაციას", — აღნიშნავს პრემიერმინისტრი.

მისივე თქმით, ინიციატივის ავტორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია.