დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორ კვირაში ადამიანს შეუძლია პირბადის გარეშე ყოფნა, იმ შემთხვევაში თუ მის ირგვლივ ყველა აცრილია. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

"მეორე ინექციის გაკეთებიდან ჩვეულებრივ ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით, მეორე აცრიდან 2 კვირის შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად ნიღბის გარეშე იყოთ, თუ ხართ ყველა აცრილის გარემოცვაში. ანუ როდესაც, თქვენს გარშემო ყველა არის ორჯერ აცრილი, უკვე შეგიძლიათ პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ თქვენს ახლობლებს, მათთან ერთად ერთ სუფრაზე იყოთ. ამისთავის საჭიროა, რომ ყველა იყოს ორჯერ აცრილი თქვენ გარშემო", — განაცხადა იმნაძემ.

2 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 896, ხოლო გარდაიცვალა — 30 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: