ფორსაჟის ბოლო ნაწილის გადაღება საქართველოში 2019 წელს მიმდინარეობდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მაშტაბური პროექტია, რაც კი ქვეყანაში განხორიცუელებულა, შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო.

ქართველმა მაყურებელმა მსოფლიო პრემიერამდე 1 თვით ადრე შეძლო ფილმის დიდ ეკრანზე ნახვა. რა თქმა უნდა, საინტერესოა უკვე დასრულებული პროდუქტის ხილვა, მაგრამ არა ნაკლებ ინტერესს იწვევს თავად გადაღების პროცესი.

კომპანიამ Enkeny Films, რომელიც ქართული მხრიდან აწარმოებდა მოლაპარაკებას Universal Pictures-თან , გამოუშვა კადრები ფილმის გადასაღები მოედნიდან, სადაც მაყურებელს შეუძლია ნახოს, თუ როგორ მიმდინარეობდა გადაღებები ჩვენთვის კარგად ნაცნობ ქუჩებში.

როგორც Enkeny Films-ის ხელმძღვანელი ბაჩო მებურიშვილის ამბობს, ფორსაჟის შემდეგ, რომ უნივერსალი დაინტერესებულია საქართველოთი და იგეგმება სხვა პროექტებზე მუშაობაც. "თავიდან გვიწევდა აგვეხსნა სად იყო საქართველო, ახლა გვთხოვენ, რომ პირველად მათი პროექტები განვიხილოთ. თუკი წელს ფორსაჟი გამონაკლისი შემთხვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, გვჯერა, რომ მალე მსგავსი სახის პროექტები ჩვეულებრივი მოვლენა გახდება", — განაცხადა ბაჩომ.