თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი საქართველოს ხედავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს.

"ჩვენ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებითაც გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები. თურქეთი საქართველოს ხედავს როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომლებიც გაამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას. აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია, აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, თურქეთი მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას იქნება ეს საქართველო — აზერბაიჯანი — სომხეთი, თუ საქართველო — აზერბაიჯანი — თურქეთი", — ამბობს ერდოღანი.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. მან და თურქეთის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.