ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძეს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა ჰქონდა გაკეთებული, მეორე კი 14 ივნისისთვის იყო დაგეგმილი.

"ქალბატონ ეკატერინეს ჩატარებული აქვს აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით პირველი აცრა, მეორე აცრის თარიღი იყო განსაზღვრული 14 ივნისისთვის, რაც არის 12-კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდი, თუმცა ამ მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, მისი მეორე ვაქცინაცია გადაიხედება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", — აცხადებს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყებაში ამბობენ, რომ მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

მათივე ინფორმაციით, სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.

მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში პირდაპირ ეთერში აიცრა.