26 თებერვალს, თბილისის დროით ღამის 2 საათიდან დილის 9 საათამდე ამერიკის კინოაკადემიამ და დოლბის თეატრმა კინომოყვარებულებისათვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დაჯილდოების ცერემონიას, ოსკარს უმასპინძლა.

წითელი ხალიჩის გამარჯვებულების გამოვლენის, დაშვებული შეცდომის და ამ შეცდომით გამოწვეული რეაქციების შესახებ უკვე გეცოდინებათ. დროა, გავიგოთ, როგორი რეიტინგი ჰქონდა ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიას.

როგორც აღმოჩნდა, წლევანდელი ოსკარი აკადემიის ისტორიაში მეორე ყველაზე დაბალრეიტინგული შოუ იყო თავისი 32.9 მილიონი მაყურებლით.

  • 2017 - 32.9 მილიონი მაყურებელი
  • 2016 - 34.4 მილიონი მაყურებელი
  • 2015 - 37.3 მილიონი მაყურებელი
  • 2014 - 43.7 მილიონი მაყურებელი
  • 2013 - 40.4 მილიონი მაყურებელი
  • 2012 - 39.5 მილიონი მაყურებელი
  • 2011 - 37.9 მილიონი მაყურებელი
  • 2010 - 41.6 მილიონი მაყურებელი
  • 2009 - 36.9 მილიონი მაყურებელი
  • 2008 - 31.8 მილიონი მაყურებელი (ყველაზე ცოტა)
  • 2007 - 39.9 მილიონი მაყურებელი
  • 2006 - 38.6 მილიონი მაყურებელი
  • 2005 - 42.2 მილიონი მაყურებელი
  • 2004 - 43.6 მილიონი მაყურებელი
  • 2003 - 33.0 მილიონი მაყურებელი
  • 2002 - 40.5 მილიონი მაყურებელი
  • 2001 - 42.9 მილიონი მაყურებელი
  • 2000 - 46.5 მილიონი მაყურებელი

არადა წამყვანის, ჯიმი კიმელის გათვალისწინებით, ყველა ვარაუდობდა, რომ წლევანდელ ოსკარს უამრავი მაყურებელი ეყოლებოდა. ვნახოთ, რას მოიფიქრებს შემდეგი წლისთვის კინოაკადემია.