რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა P.S. ბრუნდება. გადაცემას ორი წამყვანი გურამ როგავა და დავით კიკალიშვილი ეყოლება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაცემა ისევ იყოს ეთერში, მიხარია, რომ მას აქვს არამარტო ფორმატი, არამედ ახალი წამყვანი, გურამ როგავა", — აღნიშნა არხის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლიიმნაიშვილმა.

მისივე თქმით, ეთერში ნიჭიერი და გადაცემა ექიმებიც დაბრუნდებიან.

გადაცემა P.S.-ის წამყვანი წლების განმავლობაში დათო კიკალიშვილი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც მან არხი დატოვა, მისი წამყვანი გიორგი გაბუნია გახდა. 2019 წელს, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ არხი ქუბარ ხალვაშს მფლობელობაში გადავიდა, რის შემდეგაც თანამშრომლებიც დიდმა ნაწილმა ტელეკომპანია დატოვა და გადაცემების დიდი ნაწილი შეჩერდა, მათ შორის P.S.