საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

"სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა დღეიდან იქნება 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. ნაცვლად 05:00 საათისა, დასრულდება 04:00 საათამდე", — განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

კომენდანტის საათი ქვეყანაში 6 თვეზე მეტია მოქმედებს.