ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის, დეპუტატის იმუნიტეტი უნდა მოხსნილიყო. თუმცა როგორც იგი აღნიშნავს, მისთვის მიუღებელი იყო ნიკა მელიას ოპოზიციური პარტიის ოფისში "შეჭრის" გზით დაკავება.

ყოფილი პრემიერისა და პარტია საქართველოსთვის ლიდერის თქმით, ეს რისკის ქვეშ აყენებდა როგორც სახელმწიფოს, ისე ქართულ ოცნებას.

"ქართულმა ოცნებამ იმით, რაც გააკეთა და როგორ გააკეთა, მიაღწია იმას, რომ, ფაქტობრივად, პარლამენტის შტურმში ორგანიზატორი არ იქნება სასამართლოს წინაშე წარდგენილი და მართლმსაჯულება არ აღდგება და არ დადგინდება იმიტომ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გახდა მელიას ქეისი და საერთაშორისო პარტნიორები ჩაერივნენ თემაში იმისთვის, რომ სიტუაცია ქვეყანაში ... [გამოსწორებულიყო].

ფაქტობრივად, ამნისტიის სახით მივიღეთ გათავისუფლებული სისხლის სამართლით დაკავებული ხალხი, როდესაც საქართველოს ბოლო ათწლიან, შვიდწლიან ისტორიაში სიტყვა პოლიტიკური პატიმარი სიტყვა არ არსებობდა, შეთანხმების საგანი გახდა პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება", — აღნიშნა გახარიამ.