"დიდებს აღარ ახსოვთ, როგორია, ბავშვი რომ ხარ" — ასე იწყება კორნელია ფუნკეს ერთ-ერთი საბავშვო წიგნი, რომელიც პირველად მაშინ გადავშალე, როცა იურიდიულად, ბიოლოგიურად და გაბრაზებული დედაჩემის აზრით, უკვე ზრდასრული ვიყავი. თუმცა, როგორც ამ სიტუაციიდან მიხვდით, წიგნიდან მოყვანილი ეს ფრაზა არცთუ ახლოსაა სიმართლესთან. ზოგიერთი ადამიანი სულაც არ ეგუება იმ გარემოებას, რომ საზოგადოების მხრიდან მისი ქცევების დიდი ნაწილი "ბავშვურად" მიიჩნევა და ამ ასაკის ხალხს "უკვე აღარ შეჰფერის".

არა, პიტერ პენის სინდრომზე არ ვსაუბრობთ. კი, გავაცნობიერეთ და ვაღიარეთ, რომ გავიზარდეთ, მაგრამ იქნებ, მაინც გვაცადოთ სპანჯბობის ყურება დილაობით?

მოკლედ, წარმოგიდგენთ 15 სიტუაციას, რომლის "ზრდასრულ ასაკში" გაკეთება მეტყველებს, რომ "გული ისევ ბავშვის გაქვთ", ამიტომ 1-ლი ივნისის, ანუ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის, აღნიშვნა თავისუფლად შეგიძლიათ.

1. მიქსერის კრემიანი ჩხირების გატლეკა

ფოტო: Tenor

2. გუბეებში ჭყაპა-ჭყუპი

ფოტო: Teno

3. შემოდგომის ფოთლების ფეხებით აბურთავება

ფოტო: Gifer

4. წიგნებსა და ჟურნალებში სახეების გაფორმება

ფოტო: Tenor

თქვენს ძველ სასკოლო სახელმძღვანელოებში თუ არცერთი სურათი მოიძებნება ლურჯი კალმით მიხატული ულვაშით, როგორც იტყვიან, ბავშვობა არ გქონიათ.

5. თოიბოქსში/ქინდერსიურპრიზში/ჰეფი მილში ამოსული სათამაშოთი უკმაყოფილება

ფოტო: Tenor

არის ამქვეყნად უიღბლობა, მაგრამ ასეთი?!

6. კლასის შეკრებებზე ან კორპორაციულებზე მხოლოდ ლიმონათის დალევა

ფოტო: Tenor

ამ დროს კითხვაზე "კაცი არა ხარ?!" ზოგიერთს უამრავი უაზრო არგუმენტის მოგონება გვიწევს, რომ ყანწებით ღვინის სმას მაინც ტარხუნის ან მსხლის ლიმონათი გვირჩევნია.

7. უქმეების ატრაქციონების პარკში გატარება

ფოტო: Pinterest

სხვა გზა თუ არაა, უბნის სკვერის საქანელებიც არაა ურიგო ალტერნატივა, მთავარია, კონკურენტებად არ მოგვევლინონ მეზობლის ბავშვები.

8. ურჩხულებისგან საწოლში დამალვა

ფოტო: Tenor

შუქის ჩაქრობის შემდეგ საწოლისკენ გაქცევისას რა სიჩქარეს ავითარებთ?

9. თავის მომძინარება

ფოტო: Tenor

ან მომკვდარუნება, სიტუაციის სიმძიმეს გააჩნია.

10. ცხოველებთან გასაუბრების უშედეგო მცდელობები

ფოტო: Giphy

"მარტო მე დამელაპარაკე და არავის ვეტყვი".

11. ფილებზე სიარული

ფოტო: The Today Show

ერთი პატარა აცდენა და ლავა ან უიღბლობა ჩაგყლაპავს.

12. საშიში ფილმის მერე მულტფილმების ყურება

ფოტო: Tenor

13. პასუხისმგებლობების დავიწყება და გართობა

ფოტო: Tenor

ამჯერად არც არავინ გეტყვის, სანამ არ იმეცადინებ, ტელევიზორს ვერ უყურებო.

14. კიბის საფეხურებზე გადახტომა

ფოტო: Teno

როგორც ბავშვობაში, საფეხურების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რა გველოდება სახლში — შემწვარი კარტოფილი თუ ხარჩო.

15. ადამიანების შეშინება ოთახში შემოსვლისას

ფოტო: Gifer

და შემდეგ თვითკმაყოფილი გაკრეჭა — "შეგეშინდა?"

ბონუსი: "დიდისავით" ჩაცმა და მოქცევა

ფოტო: Giphy

დაბოლოს, ახლაც ზუსტად ისე გვიწევს სახლობანას და "დიდობის" თამაში, როგორც ბავშვობაში. ოღონდ, ამჯერად უფრო დამაჯერებელი და ნაკლებად სახალისო ფორმით.