სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მალხაზ თორია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან TV პირველს დაუდასტურა.

"ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დღეს დილით დავტოვე თანამდებობა. სხვა შეკითხვაზე არ გაძლევ", — უთხრა მან ჟურნალისტს სატელეფონო საუბრის დროს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდეს, თორია არ პასუხობს.

მალხაზ თორია სახელმწიფო რწმუნებულად 2021 წლის თებერვალში დაინიშნა. მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა, მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე პირმა დატოვა. გარდა ამისა, რამდენიმე ქალაქის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მათ გადადგომა გახარიას მიმართ ლოიალობის გამო აიძლეს.