ცნობილმა ტელეწამყვანმა, ჯიმი ფელონმა და მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ჟღალთმიანმა მუსიკოსმა, ედ შირანმა სახალისო დუეტი შეასრულეს. ვარსკვლავებმა თავად ედ შირანის სიმღერა Shape of you იმღერეს. ედს ვოკალური პარტია შეხვდა, ხოლო ჯიმიმ მას დასარტყამი ინსტრუმენტებით გაუწია აკომპანიმენტი. აქვე იხილავთ ცნობილ ბენდ The Roots-აც, რომელმაც ხელნაკეთი ინსტრუმენტებით შეიტანა თავისი წვლილი ჰარმონიაში.

ვიდეო ჯიმი ფელონის Youtube-ს ოფიციალურ არხზე გამოჩნდა და ამ დროისთვის ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს დაგროვებული.

ფოტო: Giphy