Cruella-მ და A Quiet Place 2-მა კინოთეატრებში მაყურებელი დააბრუნა
მთელ მსოფლიოში კინოთეატრები ნელ-ნელა სრულად იხსნება და უკვე გამოჩნდა ის ახალი ფილმებიც, რომლებმაც მაყურებელი კინოში დააბრუნა და დიდ ეკრანზე ნანახი კინოპრემიერების ტრადიციული ხიბლი შეახსენა.
აშშ-ში დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გამოვიდა Cruella (კრუელა) და A Quiet Place 2 (ჩუმი ადგილი 2) და ორივე ფილმმა სულ რამდენიმე დღეში საოცარ წარმატებას მიაღწია.
ჯონ კრანისკის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ჟანრის ფილმის ჩუმი ადგილი მეორე ნაწილმა პანდემიის პერიოდის რეკორდი მოხსნა და პრემიერიდან სამ დღეში $48 მილიონის შემოსავლები დააგროვა.
დისნეის საკულტო ანიმაციის პერსონაჟის შესახებ გადაღებული დამოუკიდებელი ფილმი კრუელაც კინოგაქირავებაში ასევე ძალიან წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრემიერა პარალელურად ონლაინ შედგა სტრიმინგ სერვისზე Disney+: შემოსავლებმა უკვე გადააჭარბა $27 მილიონს.
აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ აშშ-ის 3 726 კინოთეატრიდან მიღებული შემოსავლებია და მსოფლიო მასშტაბით ჯერ არ დათვლილა სტატისტიკა, თანაც ზოგიერთ ქვეყანაში აწი უნდა შედგეს პრემიერა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფინანსურ წარმატებასთან ერთად ორივე კინოსურათმა როგორც მაყურებლების დიდი ნაწილის, ასევე კრიტიკოსების დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.
ემა სტოუნი კრუელას როლში — ნახეთ დისნეის ფილმის პირველი ტრეილერი
გაიქეცი! — A Quiet Place 2-ის ფინალური ტრეილერი სუნთქვას შეგიკრავთ
საქართველოს კინოთეატრებში როგორც ჩუმი ადგილის მეორე ფილმის, ისე კრუელას პრემიერა 3 ივნისს შედგება და ქართველ მაყურებელსაც ექნება შესაძლებლობა, დიდ ეკრანზე იხილოს ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიანი და მნიშვნელოვანი კინოსურათები.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები