რესპუბლიკური პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. გარდა ამისა, საპარლამენტო საქმიანობაში ის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

რესპუბლიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშიას ბლოკის ფარგლებში მონაწილეობდა. პარტიის თავმჯდომარეს, თამარ კორძაიას მიშელის დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი აქვს და რამდენიმე კვირაა საპარლამენტო საქმიანობაშია ჩართული.

30 მაისს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ბლოკში არსებული პარტიები პარლამენტში შევლენ, თუმცა მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.