რიონის ხეობაში, გუმათჰესთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადების მიღმა გასვლას ცდილობენ.

მოქალაქეები პოლიციას აწვებიან და ბარიკადებზე აბრახუნებენ. ორგანიზატორები ადგილზე მყოფებს მოუწოდებენ, რომ პოლიციას ფიზიკურად არ დაუპირისპირდნენ. აქციისერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მათ სრული უფლება აქვთ ბარიკადი გაიარონ.

გუმათჰესთან პოლიცია მას შემდეგ არის განლაგებული, რაც სოფელ ნამოხვანში ხეობის აქტივისტებს კარვები დაუშალეს და იქ დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. რკინის ბარიკადებში მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ატარებენ, თუმცა აქციის მონაწილეებს სახლში წასასვლელად შემოვლითი გზის გამოყენება უწევთ. ბარიკადებს პოლიცია ამაგრებს, რომელთან რაოდენობაც საღამოობით იზრდება.

მას შემდეგ, 26 მაისს რაც ხეობის აქტივისტები თბილისში გამართული აქციებიდან გუმათში დაბრუნდნენ, ისინი ყოველ ღამე ბარიკადებზე აბრახუნებენ და ხმაურობენ.

27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რკინის ბარიკადებზე ქვებს ურტყამდნენ, რის გამოც ისინი დაზიანდა და საქმეზე გამოძიება დაიწყეს. აქტვისიტები კი აღნიშნავენ, რომ ხმაური გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.