საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს სამწლიან გეგმის, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარების, ფისკალური და მონეტარულ პოლიტიკის, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის, საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებზე ესაუბრა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა მაია მელიქიძემ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მელიქიძის გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდა.