Facebook და Instagram ყველა მომხმარებელს მისცემს საშუალებას დამალონ ლაიქების რაოდენობა ნებისმიერ პოსტზე. ეს პონტენციურად სრულად შეცვლის სოციალური მედიის დინამიკას, სადაც ლაიქების რაოდენობა ადამიანების გავლენიანობის განმსაზღვრელია.

სოციალური მედიების გიგანტი ამ ფუნქციას 2019 წლიდან ტესტავდა. კომპანიის თქმით, ლაიქების დამალვა Facebook-სა და Instagram-ს ნაკლებად სტრესულ ადგილად აქცევს.

თითოეულ მომხმარებელს ექნება საშუალება დამალოს ლაიქების რაოდენობა თავის პოსტებზე. Facebook ამ ხერხით ცდილობს, რომ სოციალური ქსელი ნაკლებ საზიანო სივრცედ იქცეს, თუმცა რადგან ფუნქციის გააქტიურება ნებაყოფლობითი იქნება, ჯერ უცნობია თუ რამდენი ადამიანი მიმართავს ამ ხერხს იმისათვის, რომ თავი უკეთ იგრძნოს.