ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს დღეს, 15 საათზე დაკითხავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი დაკითხვაზე აქამდეც იყო. ის დაკითხვას სასამართლოს წესით ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.

On.ge-მ სცადა ინფორმაციის საქართველოს პროკურატურაში გადამოწმება, თუმცა, პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.