როგორც ბრიტანულს, ინდურ შტამსაც უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს — იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ინდური შტამის მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს და ერთადერთი რაც სხვებისგან განასხვავებს, სწრაფი გავრცელების უნარია, ისევე როგორც ეს ჰქონდა ბრიტანულ შტამს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"არაფერი დიდი განსხვავებული პროტოკოლი მკურნალობის არ არსებობს ინდურ შტამზე, ზუსტად ისეთივეა, როგორიც ე.წ. ბრიტანული შტამის და მანამდე რაც იყოს ვუჰანის თუ ევროპული შტამები. ამიტომ დიდი განსხვავება აქ ნამდვილად არც მკურნალობაში არ არის.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა ვაქცინა, რაც დღეს არის ავტორიზებული, ჩვეულებრივად მუშაობს ამ შტამების წინააღმდეგ. ერთადერთი რაც ამ შტამს, ისევე როგორც ბირტანულ შტამს ახასიათებდა ჩვეულებრივისგან განსხვავებით, არის ის, რომ ის უფრო ადვილად გადადის ადამიანისგან ადამიანზე და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს", — თქვა მან.
ინდური შტამის შემთხვევები საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც NCDC-ში ამბობენ, ინდური შტამი დაუფიქსირდა ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურს.
დააავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 5-დან 2 საქართველოს მოქალაქეა. მისივე თქმით, 3-მა უცხოელმა ქვეყანა უკვე დატოვა, საქართველოს მოქალაქეების კონტაქტები კი იდენტიფიცირებულნი და იზოლირებულნი არიან.
"მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ისინი არიან სახლის პირობებში და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად", — განაცხადა მან.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა ისინი საქართველოში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ და შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ.
გამყრელიძის თქმით, ინდური შტამის გამოვლინება ხდება სპეციფიური PCR ტესტით და შემდგომ დასტურდება გენომის სეკვენირებით.
-
გადახედვადააკავეს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები