On.ge-ს ჟურნალისტებმა მრავალფეროვნების გაშუქების კონკურსში გაიმარჯვეს
On.ge-ს ჟურნალისტებმა, ლანა კოკაიამ, ანანო მუშკუდიანმა და თამუნა გეგიძემ მრავალფეროვნების გაშუქების კონკურსში გაიმარჯვეს. მედიის განვითარების ფონდმა ისინი დღეს, 28 მაისს დააჯილდოვა.
MDF-ის ორგანიზებული კონკურსი STRIVE Global program-ის ნაწილია და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის (CVE) საერთაშორისო ცენტრის, ფონდ ჰიდაიას და ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის "ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიურ და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრობლემის კვალიფიციურ გაშუქებას.
On.ge-ს ჟურნალისტებმა კონკურსის ფარგლებში მოამზადეს სტატიები ჯავახეთიდან, ლეჩხუმიდან და ქვემო ქართლიდან. სტატიებში გაჟღერებულია ეთნიკური უმცირესობების პრობლემები, თანაცხოვრების და ტოლერანტობის, ასევე, გაუცხოებისა და დაპირისპირების ისტორიები.
გაეცანით გამარჯვებულ სტატიებს:
ლანა კოკაია: ცხოვრება საქართველოს მოქალაქეობის გარეშე — გადაუჭრელი პრობლემა ჯავახეთში
ჯავახეთში, სადაც კომპაქტურად დასახლებული სომხური თემი ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობის საკითხი დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა. იმ ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად, სადაც დაბადებიდან ცხოვრობენ, სამხრეთ საქართველოს მთიან რეგიონში დასახლებული ადამიანებისთვის მთავარი დაბრკოლება ქართული ენის სათანადოდ არცოდნაა. ადგილობრივები და ეთნიკური უმცირესობების უფლებადამცველი ორგანიზაციები მოქალაქეობის შესახებ კანონის გამარტივებას ითხოვენ.
სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
ანანო მუშკუდიანი: მრავალეთნიკური ლაილაში — ისტორიით სავსე სოფელი ლეჩხუმში
კავკასიონის მთისწინეთში არის აკაკი წერეთლის მიერ "ედემს" შედარებული პატარა სოფელი, რომელიც 4 განსხვავებული ეროვნების ხალხს იტევდა და, როგორც ამბობენ, არა თუ შუღლს, პატარა დაპირისპირებასაც კი არ ჰქონია ადგილი.
მრავალეთნიკური ლაილაში ლეჩხუმში მდებარეობს. აქ საუკუნეების განმავლობაში ძმურად თანაცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები, სომხები და ბერძნები. სოფელში დარჩენილი მოსახლეობა ძველ ისტორიებს გადმოცემით იცნობს, თუმცა ისეთი სიამაყით და ემოციებით გვიყვებიან, ვერ იფიქრებ, რომ თანამონაწილენი არ ყოფილან.
სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
თამუნა გეგიძე: რას გვეტყვის მარნეული, თუ კარგად მოვუსმენთ
ქართველებს ძალიან გვიყვარს იმაზე საუბარი, რომ ტოლერანტობა, მიმღებლობა ისტორიულად გვახასიათებს და ჩვენთან მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენლები. ამის დასამტკიცებლად გულზე მჯიღიც ხშირად დაგვირტყამს და აბანოთუბნის ფოტოც გაგვიზიარებია, სადაც მეჩეთის, სინაგოგისა და ეკლესიის სიახლოვე ჩანს. მარნეულიც ხშირად მოგვიყვანია მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითად.
მაგრამ, როგორ ვიქცევით სხვა დროს, როცა თავის ტოლერანტად წარმოჩენა საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად ან სადღეგრძელოსთვის არ გვჭირდება? მშვიდობიანი თანაცხოვრება ნამდვილად რეალობაა თუ ხშირად გვავიწყდება, რომ საქართველოში სხვა ეთნოსის წარმომადგენლებიც არიან? როდის გვახსენდება ისინი? როცა ქართული მარში ქსენოფობიური მოტივით ესხმის თავს თუ როცა კორონავირუსის გამო წითელ ზონად აცხადებენ? ნამდვილად ვართ ტოლერანტები თუ ეს მართლა მხოლოდ სიტყვებია?
სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
მედიის განვითარების ფონდის (MDF) მრავალფეროვნების გაშუქების მედიაკონკურსში სულ 10 გამარჯვებული გამოვლინდა. სრული სია ასეთია:
- ლანა კოკაია — ცხოვრება საქართველოს მოქალაქეობის გარეშე — გადაუჭრელი პრობლემა ჯავახეთში (On.ge);
- ანანო მუშკუდიანი — მრავალეთნიკური ლაილაში — ისტორიით სავსე სოფელი ლეჩხუმში (On.ge);
- თამუნა გეგიძე — რას გვეტყვის მარნეული, თუ კარგად მოვუსმენთ (On.ge);
- მაია იველაშვილი — ლოცვა უსახურავოდ (ახალციხის მე-9 არხი)
- რუსუდან გვარამაძე — სამშობლოში დაბრუნებული "არავის" მოქალაქეები - რეპატრირებული მესხების საგა (ახალციხის მე-9 არხი);
- ლაშა შაყულაშვილი — შორია გურჯისტანამდე (ბლოგერი. სტატია გამოქვეყნდა publika.ge-ზე);
- მანონ ბოკუჩავა — გარდაბნის მუნიციპალიტეტი – მთავრობის გადაწყვეტილებების გავლენა მუსლიმთა ცხოვრებაზე (QvemoQartli.ge);
- გიორგი გირკელიძე — პარასკევის ლოცვა ნიგვზიანის მეჩეთში კორონავირუსის დროს (გურიანიუსი);
- მიხეილ გოგუაძე — ბოშების ცხოვრება აჭარაში (მთავარი არხი);
- ოთარ კობახიძე — ბუკნარის ამბავი: "ალტერნატიული" მედია სამოქალაქო დაპირისპირების ძიებაში (civil.ge).
კონკურში მონაწილეობა 28 ჟურნალისტმა და ბლოგერმა მიიღო, როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული მედია ორგანიზაციებიდან.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები