აშშ-ში ნარკოტიკებით მოვაჭრემ მეორე შანსი გამოიყენა და ადვოკატი გახდა
ედვარდ მარტელისა და მოსამართლე ბრიუს მოროუს პირველი შეხვედრას სასიამოვნო ნამდვილად არ ეთქმოდა. 27 წლის ედვარდ მარტელს, რომელსაც სკოლა დასრულებული არ ჰქონდა, ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო 20 წლამდე პატიმრობა ელოდა. თუმცა 16 წლის შემდეგ ედვარდ მარტელი იმავე მოსამართლის წინაშე ამჯერად ადვოკატის ამპლუაში წარსდგა. ამ შედეგის მისაღწევად მარტელმა გრძელი და რთული გზა გამოიარა.
2005 წელს, სასამართლოს წინაშე მყოფი მარტელი თვლიდა, რომ მომავალი არ ჰქონდა, თუმცა მოსამართლე მოროუ სხვაგვარად ფიქრობდა. მისთვის პატიმრობის მისჯის ნაცვლად, მოსამართლემ ბრალდებულს 3-წლიანი პრობაცია დაუნიშნა და გამოწვევის წინაშე დააყენა: მომდევნო ჯერზე მარტელი სასამართლოში განსაკუთრებული მიღწევით უნდა დაბრუნებულიყო.
მარტელმა 2008 წელს კოლეჯში ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა, მან ოცნების ახდენა მაინც გადაწყვიტა. ამის შემდეგ უნივერსიტეტში სტიპენდიაც მოიპოვა და სტაჟირებაც გაიარა. 15-წლიანი შრომის შემდეგ კი ედვარდ მარტელი ადვოკატი გახდა და სასამართლოში მოსამართლის წინაშე სწორედ ახალ ამპლუაში წარსდგა.
"ედი სასამართლოს დარბაზში, სულ მცირე, 50-ჯერ მაინცაა ნამყოფი ბოლო 15 წლის განმავლობაში. თუმცა ამ დღეს ისეთი ღიმილით შემოაბიჯა, რომელიც აქამდე არასდროს ჰქონია", — განუცხადა მოსამართლე მოროუმ The Washington Post-ს.
ედვარდ მარტელისა და მოსამართლის შეხვედრა, რა თქმა უნდა, ემოციებითა და ცრემლებით იყო სავსე.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები