დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმზღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხასდებით, ხანდახან ექიმები, "რბილად რომ ვთქვათ", ისეთი საბაბით ეუბნებიან მოქალაქეებს უარს აცრაზე, არცერთ ინსტრუქციაში რომ არ წერია. მისი თქმით, ექიმებსაც აქვთ გადაჭარბებული სიფრთხილე.

"სამწუხაროდ, ყველა სამედიცინო დაწესებულება დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება ხოლმე ჩვენს შეთავაზებას, რომ ჩერთონ იმუნიზაციის კამპანიაშ. ვაქცინაციის დასაწყისში რაც მოხდა, იმ ტრაგიკული შემთხვევის კვალი დღესაც არის, ბევრ ჩვენს კოლეგას, რბილად რომ ვთქვათ, ეშინია აცრების პროცესში მონაწილეობა. თქვენ ალბათ ისიც იცით, რომ ხანდახან ისეთი საბაბით ეუბნებიან ხოლმე უარს აცრაზე, არცერთ ინსტუქიაში რომ არ წერია. რას ვიზამთ, ჩვენი კოლეგებიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ ხოლმე ეს გარკვეული გადაჭარბებული სიფრთხილე", — თქვა იმნაძემ.

მისივე თქმით, ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ სადაც შესაძლებლია, ამცრელი ბრიგადები დაემატოს და ვაქცინაციის პროცესში ახალი სამედიცინო დაწესებულებები ჩაერთოს.