საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუანდის გენოციდში საფრანგეთის გარკვეულ პასუხისმგებლობას აღიარებს და ბოდიშს იხდის. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ავრცელებს.

მედიის ცნობით, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალზე მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა უგელებელყო 1994 წელს გენოციდის გაფრთხილებები, ამიტომ მათაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა.

"ალბათ, მხოლოდ მათ შეუძლიათ პატიება, ვინც ის საშინელი ღამე გამოიარა", — თქვა მაკრონმა და აქვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ ყოფილა ეთნიკურად ჰუტუ ექსტრემისტების დანაშაულის თანამონაწილე. 1994 წელს მათ 800 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს, რომელთაგან უმეტესობა ტუტსის ენიკური ჯგუფის წარმომადგენელი იყო.

გამოცემის ინფორმაციით, 2010 წელს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი იყო ქვეყნის პირველი ლიდერი, ვინც რუანდაში გენოციდის შემდეგ ჩავიდა. მედია წერს, რომ მიუხედავად იმისა, სარკოზიმ ვიზტისას აღიარა გარკვეული შეცდომები, რუანდას მთავრობის პოზიცია იყო, რომ საფრანგეთს 1994 წლის მკვლელობებში საკუთარი როლი ბოლომდე უნდა გაეაზრებინა.