საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან თბილისში გაზი დაახლოებით 8 თეთრამდე ძვირდება. გადაწყვეტილება სემეკმა დღეს მიიღო.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 46,1 თეთრი იქნება, პირველი ივნისიდან კი 7,8 თეთრით მოიმატებს და 54 თეთრი გახდება.

თბილისი ენერჯი გაზის ტარიფის მომატებას მოითხოვდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თბილისი ენერჯიმ 25 მილიონი ლარი იზარალა, რის გამოც თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა საფრთხის ქვეშ დადგა.