აბსურდია, ვინმე გვედავებოდეს ისეთი ჯებირის დაზიანებას, რომელიც საერთოდ არ უნდა არსებობდეს — მუსელიანი
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტის, მარიტა მუსელიანის განცხადებით, აბსურდია მათ ედავებოდნენ იმ ჯებირის დაზიანებას, რომელიც არ უნდა იდგეს. ასე გამოეხმაურა ის შსს-ს განცხადებას, გუმათში აღმართული რკინის ჯებირის დაზიანების შესახებ გამოძიების დაწყებაზე.
მუსელიანის თქმით, ისიც გასარკვევია ჯებირის კიდეები აქტივისტებმა გადმოკეცეს თუ არა, რადგან ისინი ადგილზე იყვნენ და პროტესტის მონაწილეები ჯებირებს მხოლოდ ხელს ურტყამდნენ.
"ჯებირი რომელიც საერთოდ არ შეიძლება იდგას, იმის კიდის გადაკეცვაზე შეედაო ვინმეს, ცოტა აბსურდულად მეჩვენება. მართლა საკითხავია აქციის მონაწილეებმა გადმოკეცეს ეს გვერდი, თუ არა. იმიტომ, რომ ჩვენ აქ ვესწრებოდით პროცესს და ხელების ბრახუნი იყო. მაინც დავინტერესდები.
ჩვენი მოწოდება არ იყო კიდეების გადმოკეცვა. ჩვენ ვიყავით აქ და ჩვენს თვალწინ არ გადმოკეცილა, ვესწრებოდით ძალიან ბევრი ადამიანი ამას. გამოძიების საგანიც სწორედ ესაა, საინტერესოა აქციის მონაწილემ გადმოკეცა ნამდვილად თუ, არა. ნებისმიერ შემთხვევაში, აბსურდია, საერთოდ გვედავებოდეს ვინმე ისეთი ჯებირის დაზიანებას, რომელიც არ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს", — განაცხადა მან.
ამ თემას გამოეხმაურა აქტივისტი ვარლამ გოლეთიანიც. მისი მტკიცებით, წარმოუდგენელია ადამიანმა ხელით დააზიანოს მსგავსი ტიპის კონსტრუქცია და ქვებს რომ არ ურტყამდნენ დასტურდება იმით, რომ აქციის მონაწილეებს ხელები აქვს დასეიებული და ზოგს სისხლიც სდის.
26 მაისს, გვიან ღამით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები გუმათში ჩავიდნენ და კომპანია ენკას მანქანებისთვის ხეობის შესასვლელი გადაკეტეს. გუმათჰესთან მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. აქციის მონაწილეები ბარიკადებად აღმართულ რკინის ღობეს ხელს ურტყამდნენ და ამბობდნენ, რომ ხმაური გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუმათში დაზიანებულია უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები, რაზეც გამოძიება დაიწყეს.
"ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", — აცხადებენ უწყებაში.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში თბილისში გამართული ოთხდღიანი აქციების შემდეგ დაბრუნდნენ.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები