ხაბიბ ნურმაგამედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში მასტერკლასის ჩატარებას გეგმავს
UFC-ს მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგამედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მედიამ, აპსნიპრესმა და ადგილობრივმა ორგანიზაციამ, "აფხაზეთის მომავალმა" გაავრცელეს.
ხაბიბი ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას მასტერკლასის ჩასატარებლად აპირებს. არსებული ინფორმაციით, ის ახალგაზრდებსა და მებრძოლთა კლუბის წევრებს შეხვდება. ღონისძიება აფხაზეთის დინამოს სტადიონზე არის დაგეგმილი, იქვე გაიმართება პლატფორმა "აფხაზეთის მომავლის" პრეზენტაცია. ე.წ. სახელმწიფო მედიის განცხადებით,
"ეროვნული პლატფორმის" მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და ხელშეწყობაა.
ხაბიბის ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა. მაშინ აპსნიპრესი წერდა, რომ ვიზიტი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით, სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიგეგმებოდა და ნურმაგამედოვი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებოდა.
ცნობილია, რომ ნურმაგამედოვი ქართული ოცნების ლიდერთან, კახა კალაძესთან და პარტიის დამფუძნებლის შვილთან, მომღერალ ბერა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მათ ნაცნობობას ადასტურებს ხაბიბის გამოგზავნილი საჩუქრები, რომელზეც ბერა და კალაძე წერდნენ: "მადლობა ძმაო", "მადლობა ლეგენდავ".
ახლო ურთიერთობას მოწმობს რამდენიმე თვის წინ კალაძის მიერ გამოქვეყნებული ინსტაგრამსთორიც, სადაც ჩანდა, რომ ის ნურმაგამედოვი, ბერა და რამდენიმე პირი ზუმში საუბრობდნენ. ამ ფოტომ გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ ნურმაგამედოვი საქართველოში ვიზიტს გეგმავდა.
აღსანიშნია ისიც, რომ სპორტსმენი საქართველოში უკვე არის ნამყოფი 2018 წელს. იმ შემთხვევაში თუ ის ოკუპირებულ რეგიონში ჩავა, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო საქართველოში შემოსვლას რამდენიმე წლით ვეღარ შეძლებს.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები