როცა ჩემს გაწყობილ სუფრაზე სტუმარს მოვიწვევ, მე მაქვს უფლება, მივუთითო დაჯდება თუ არა — სულაძე ფალავანდიშვილებს
"სამკლაურზე საუბარია? ქვეყანა გამოგვეცალა ხელიდან", — უთხრა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, მაკა სულაძემ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერებს, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებს. სულაძის განცხადებით, როცა მის გაშლილ სუფრაზე სტუმარს მოიწვევს, მას აქვს უფლება მიუთითოს, დაჯდება თუ არა აქ.
"რა გამოდის გამაგებინეთ? რიონის ხეობის მცველები თბილისში იმიტომ ჩამოვიდნენ და ხეობაში იმიტომ დავბრუნდით უკან, რომ ვარჩიეთ ჩვენ აქ რომელიმე პროპაგანდის და პარტიების დღის წესრიგები? ერთად დავდგეთ და ვიომოთ, თუ რა გავაკეთოთ ხალხო, გამაგებინეთ. მე მასწავლით აქ კიდევ ქრისტიანობას — ჯვარს როდის გადავდებ გვერდზე და დავიჭერ ხელში. და ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა.
თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად. ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ, ვის რა უნდა გავუკეთოთ. თქვენთვის არ დაგვივალებია, გვყავს ჩვენ ბიჭები. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით, იდეოლოგიას მოახვევს თავზე, საკმარის ძალა გვყავს, რომ მივლენ ბიჭები, სრულიად უხმაუროდ, არ არის საჭირო თქვენი ჩარევა", — უთხრა მან ძალადობრივი ჯგუფის ლიდერებს.
მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი საარსებო გარემო და არავის აქვს უფლება საზოგადოება დაჰყოს.
"ყველა ადამიანი უნდა იდგეს, თავის პასუხიმგებლობა აქვს და უნდა იცავდეს თავის წილ მიწას. ჩვენ არ გვაქვს უფლება საზოგადოება დავყოთ ამა თუ იმ, ამას ევალება და ამას არ ევალება", — განაცხადა სულაძემ.
26 მაისს ძალადობრივი ჯგუფის ლიდერმა მამა-შვილმა ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განაცხადება გაავრცელეს, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები გააკრიტიკეს. მათი თქმით, იმის მაგივრად, რომ რაიმე ფორმით ეს პროტესტი გამიჯვნოდა "ლგბტ აქტივიზმს, ლიბერალი და ლგბტ აქტივისტების გულის მოსაგებად რიონელთა პროტესტი გაემიჯნა ჯვარს".
"ამით, ნებსით თუ უნებლიედ, ჯვარი ლგბტ სამკლაურს გაუტოლდა, რაც მკრეხელობაა. უარი ითქვა საქართველოს რესპუბლიკის დროშაზეც კი", — წერია განცხადებაში.
ფალავანდიშვილების მტკიცებით, აქციებზე ბოლო გამოსვლები "საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის წუხილს კი არა, არამედ თბილისი პრაიდის, თანასწორობის მოძრაობის და სხვადასხვა მსგავსი ორგანიზაციებისა თუ რიგითი მავნებლების წუხილს უფრო პასუხობდა".
24 მაისს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ სირცხვილიას აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს ადგილზე მყოფი ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ. ალექსანდრე ფალავანდიშვილი აქტივისტს პროვოკატორს უწოდებდა, უყვიროდა და ლგბტ სამკლაურის მოხსნას მოითხოვდა.
რიონის ხეობის მცველების მაისურებით მყოფმა პირებმა კორიდორი გააკეთეს, რომ აქტივისტებს ტერიტორია დაეტოვებინათ. ამ დროს ერთ-ერთი მათგანი აქციის მონაწილებს მიმართავდა: "პროვოკაციაზე ნუ ყვებით. გაუშვით არაფერი ხდება".
როგორც სირცხვილიას აქტივისტებმა აღნიშნეს აქციაზე ჰესის მშენებლობის მოწინააღდეგეთა მხარდასაჭერად იყვნენ მისული, რადგან ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და პროტესტის მხარდაჭერას აპირებდნენ. ბარკერმა განაცხადა, რომ ამ სამკლაურს უკვე ორი წელია ატარებს და "პროვოკაციისთვის" არ გაუკეთებია და არც მის მოხსნას აპირებს.
აქტივისტები დაპირისპირებული ჯგუფებიდან პოლიციამ გამოიყვანა. საბოლოოდ მათ აქცია დატოვეს.
აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მომხდარი ინციდენტის შეფასებისას დაპირისპირების მიზეზად ლგბტ სამკლაური წარმოაჩინა და არა აგრესიული ჯგუფები. მან ზოგადად ძალადობა და იქ მომხდარი დაპირისპირება დაგმო, თუმცა განაცხადა, რომ "გამომწვევი მიზეზი" შეიძლება სიმბოლიკა გახდეს.
გოლეთიანს სიმბოლიკის გამოყენებაზე განცხადება აქამდეც გაუკეთებია, თუმცა პარტიული სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავდა და ამბობდა, რომ არ სურდა პროტესტი რომელიმე პარტიასთან ყოფილიყო ასოცირებული. 23 მაისს გამართულ აქციაზე მყოფებს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო დროშებისა და პირველი რესპუბლიკის დროშების მიტანა შეეძლოთ. მათი დიდი ნაწილი ადგილზე მისული იყო ჯვრებით, ხატებითა და სხვა ქრისტიანული სიმბოლიკით.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები