ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მისგან ამნისტიაზე თანხმობის განცხადებას ვერ მოისმენენ.

"ვერ ეღირსება ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი ჩემგან იმ განცხადების მოსმენას, ან იმ განცხადების წერილობითი სახით წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელია თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე, ან რასაც ისინი ახმოვანებენ, რომ თითქოს არ უნდა უარვყო", — განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული — ერთი ოპოზიციის და ერთიც მმართველი პარტიის.

20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნისტიის მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემქნილი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი იყო.