თბილისის მერიის ცნობით, ხვალ, 27 თებერვალს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაიკეტება მეტეხის გვირაბი.

  • ღამის 23:30 საათიდან 00:00 საათამდე - ორთაჭალის მიმართულებით;
  • 00:00 საათიდან 00:30 საათამდე - ორთაჭალიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდში, "თბილსერვის ჯგუფი" გადამწვარ ნათურებს გამოცვლის.