ბევრი ცნობილი ადამიანი ფსევდონიმს, სასცენო სახელს ან შემოქმედებით მეტსახელს იყენებს. ზოგისთვის ეს ერთგვარი ალტერ ეგოს შექმნაა, ზოგისთვის კი, უბრალოდ, მაყურებლისთვის უფრო მომხიბვლელი და დასამახსოვრებელი სახელით გაცნობა.

თუმცა, იშვიათია, ფსევდონიმს რაიმე დატვირთვა არ ჰქონდეს ან საინტერესო ისტორიას არ უკავშირდებოდეს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 12 შემსრულებელს, რომელმაც საკუთარი თავი ხელმეორედ "მონათლა".

1. იგი აზალია

ფოტო: Gary Gershoff / Getty Images

ნამდვილი სახელი — ამეთვისტო ამელია კელია

ავსტრალიელი შემსრულებელი ერთხანს ყელსაბამს ატარებდა, რომელზეც თავისი ძაღლის სახელი ეწერა. მას ხშირად ეკითხებოდნენ, იყო თუ არა წარწერა სამკაულზე მისი ნამდვილი სახელი. ამიტომ, ვარსკვლავმა გადაწყვიტა, აზალია მართლაც ექცია საკუთარ სახელად.

2. Cardi B

ფოტო: Chelsea Lauren / Shutterstock

ნამდვილი სახელი — ბელკალის ალმანზარი

ამერიკელი რეპერის მეტსახელი ბავშვობაში ბაკარდი იყო, რადგან მის დას ჰენესი ერქვა (კონიაკის ბრენდების სახელები). მოგვიანებით, შემსრულებელს ბაკარდის "ბ"-მდე შემოკლება მოუხდა, რადგან ინსტაგრამზე მისი ანგარიში გამუდმებით იშლებოდა.

3. The Weeknd

ფოტო: Getty Images

ნამდვილი სახელი — აბელ მაკონენ ტესფაიე

კანადელ მომღერალსაც უხერხულად მოუწია ფსევდონიმის შემოკლება, რადგან სახელი The Weekend (ინგლ. უქმეები) უკვე დაკავებული ჰქონდა მუსიკალურ ჯგუფს.

4. Snoop Dogg

ფოტო: Tasia Wells / Getty Images

ნამდვილი სახელი — კელვინ კორდოზარ ბროუდუს უმცროსი

ამერიკელ რეპერს მეტსახელი დედამ შეარქვა, რადგან ბავშვობაში სნუპს ძალიან უყვარდა კომიქსი Peanuts და მისი ერთ-ერთი გმირი ბიგლი სნუპი.

5. Lizzo

ფოტო: Steven Ferdman / Getty Images

ნამდვილი სახელი — მელისა ვივიენ ჯეფერსონი

მომღერლისა და რეპერისთვის სახელის შერჩევისას შთაგონების წყაროდ Jay-Z-ის სიმღერა, Izzo, იქცა.

6. Jay-Z

ფოტო: Kevin Mazur / Getty Images for Roc Nation

ნამდვილი სახელი — შონ კორი კარტერი

თავად Jay-Z-იც ფსევდონიმს იყენებს. რეპერის სასცენო სახელის არჩევა Jaz-O-ს უკავშირდება, რომელიც მისი მენტორი და პროდიუსერი იყო.

7. ლედი გაგა

ფოტო: Neilson Barnard / Getty Images

ნამდვილი სახელი — სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა

პოპვარსკვლავს მეტსახელი "გაგა" პროდიუსერმა რობ ფუზარიმ შეარქვა Queen-ის ცნობილი სიმღერის, Radio Ga Ga-ის, შთაგონებით. მოგვიანებით, სტეფანიმ ამ სახელს არისტოკრატიული წოდება დაუმატა თავსართად.

8. ნიკი მინაჟი

ფოტო: Robert Kamau / GC Images

ნამდვილი სახელი — ონიკა ტანია მარაჟი

პროდიუსერის დამსახურებით შეირჩა ნიკის სახელიც. მენეჯერს სურდა, მარაჟი "მინაჟად" ექცია, თუმცა, ამერიკელი რეპერი მას ეჩხუბა, რადგან ეს სახელი "ყოველთვის ეზიზღებოდა".

9. Hozier

ფოტო: Edward Cooke

ნამდვილი სახელი — ენდრიუ ჯონ ჰოზიერ-ბირნი

ირლანდიელმა მომღერალმა პირველი სტუდიური ჩანაწერების გამოშვების შემდეგ სახელი შეიმოკლა, რადგან "უფრო ადვილად დასამახსოვრებელი" ყოფილიყო.

10. ემინემი

ფოტო: Shady Records

ნამდვილი სახელი — მარშალ ბრიუს მეზერსი III

14 წლის ასაკში მომავალმა რეპერმა საკუთარი შემოქმედების აუდიტორიისთვის წარსადგენად სახელი M&M შეარჩია, რომელიც მისი ნამდვილი სახელის ინიციალები იყო. მოგვიანებით, ფსევდონიმმა მცირედით იცვალა ფორმა.

11. Lorde

ფოტო: Amanda Edwards / WireImage

ნამდვილი სახელი — ელა მარია ლანი იელიჩ-ო'კონორი

არისტოკრატიით გატაცებულმა ახალზელანდიელმა მომღერალმა საკუთარ სასცენო სახელად Lord ისურვა და ბოლოკიდური ხმოვანი "ფემინურობის შესაძენად" მიუმატა.

12. P!nk

ფოტო: Mauricio Santana / Getty Images

ნამდვილი სახელი — ალიშა ბეთ მური

მომღერლის ფსევდონიმი 1992 წლის დეტექტიური ფილმის, Reservoir Dogs-ის, ერთ-ერთი პერსონაჟის — Mr. Pink-ის — სახელიდანაა აღებული.