26 მაისს სპორტული მოვლენების ამსახველი გამოფენა — სპორტფოტო — წელს უკვე მეშვიდედ იმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 2020 წლის იმ სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოკადრები, რომლებშიც ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ. გამოფენისთვის შერჩეულია 2020 წლის 100 საინტერესო ფოტონამუშევარი.

გარდა ამისა, გამოიცა სპორტფოტოს მეშვიდე კატალოგი, რომელშიც დინამო არენაზე გამოფენილი ფოტოების გარდა, რამდენიმე ათეული საინტერესო კადრიც არის შესული.

ფოტო: აჭარაბეთი

"აჭარაბეთი, როგორც სპორტის მხარდამჭერი კომპანია, სპორტფოტო 2020-ის პარტნიორი გახდა", — აღნიშნავს აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი გუჯაბიძე, — "სპორტფოტო — ეს არის პროექტი, რომელიც თანამედროვე სპორტულ ისტორიას ინახავს, სწორედ ამიტომ, მსგავსი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია".