Microsoft ამ კვირაში Build 2021-ს მართავს, თუმცა ტექნოლოგიური გიგანტი ამ ღონისძიებაზე ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ არაფერს მოგვიყვება, რადგან, როგორც ჩანს, Windows-ის მომდევნო განახლება იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანი იქნება, რომ მას ცალკე დაუთმობენ დროს.

Microsoft-ის აღმსარულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ, Build-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის განახლებულ ვინდოუსს უკვე რამდენიმე თვეა ტესტავს.

"სულ მალე, ჩვენ გაგიზიარებთ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ვინდოუსის ყველაზე დიდ განახლებას, რომელიც დეველოპერებისთვის და შემოქმედებისთვის ახალ, უდიდეს ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს. მე რამდენიმე თვეა ვტესტავვ განახლებულ ვინდოუსს და მისით ფრიად აღფრთოვანებული ვარ. ჩვენ ვპირდებით ჩვენს მომხმარებეს, რომ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ვინდოუსის ყველა დეველოპერისათვის. ეს იქნება ახალი, ინოვაციური და, რაც მთავარია, ღია პლატფორმა რათა შექმნათ და მოახდინოთ თქვენი აპლიკაციების კომერციალიზაცია. მალე ჩვენ კიდევ უფრო მეტ დეტალს გაგაცნობთ", — ამბობს სატია ნადელა.