აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი და ამერიკელი დიპლომატები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში კელი დეგნანი იმ ურთიერთობასა და თანამშრომლობას უსვამს ხაზს, რომელიც ქართველ და ამერიკელ ხალხს აერთიანებს.

"103 წლის წინ, 1918 წელს საქართველომ თავი დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა. ტრაგიკულად, 4 წლის შემდეგ, ქვეყანა ანექსირებულ იქნა საბჭოთა კავშირის მიერ და მომდევნო 70 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდა. ამ პერიოდში ათასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ან გადაასახლეს.

ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ დაკარგა დამოუკიდებელი სული. ისინი 26 მაისს აღნიშნავდნენ საიდუმლოდ, ჩუმად, მაგრამ ამაყად თავიანთი უნიკალური კულტურითა და ისტორიით.

როცა 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, 1992 წელს შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ამერიკელი და ქართველი ხალხი, რომელთაც თავისუფლების სიყვარული, შემოქმედებისა და ურთიერთობის სურვილი ამოძრავებთ საბჭოთა ოკუპაციის დროსაც მნიშვნელოვან კონტაქტს ინარჩუნებდნენ", — აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.

ამავე თემაზე: