იცით თუ არა, რა არის ნეირონული ქსელების API? თუ არა, მაშინ მოკლედ აგიხსნით — ეს საკმაოდ ჩახლართული ქსელია, რომელიც ანდროიდის სხვადასხვა ნაწილებს ერთმანეთთან სწრაფად და მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად აკავშირებს. ნეირონული ქსელების API დეველოპერებს ეხმარება დააკავშირონ ანდროიდის კომპონენტები ერთმანეთთან და ამით გაზარდონ მისი წარმადობა.

Qualcomm-მა და Google-მა დააანონსეს, რომ ნეირონული ქსელის API-ს განახლებები Google Play Service-ების განახლებებთან ერთად გამოვა. ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან თქვენ აღარ მოგიწევთ მთლიანი სისტემის განახლების ლოდინი ან ახალი სმარტფონის ყიდვა რათა მიიღოთ ის ბენეფიტები რაც ბოლო განახლებებს ახლავს თან. Qualcomm-მა იმ აპლიკაციების მაგალითებად, რომლებიც ამ განახლებების შედეგად გაუმჯობესდებიან, Google Maps და Google Assistant მოიყვანა.