კონსტრუქტორი – ილიაუნი მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის მიმართულებები საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს "კონსტრუქტორი".
კონკურსის მიზანია სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის მიმართულებების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ამ დარგების, როგორც თანამედროვე მსოფლიოს იერსახის განმსაზღვრელი დარგების, მნიშვნელობის ხაზგასმა.
კონკურსის თემა
სკოლაში მოსწავლეები დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ. ბოლო წლებში სასკოლო გარემო, შენობა-ნაგებობები, ინფრასტრუქტურა ტრანსფორმაციას განიცდის – საბჭოთა არქიტექტურისა და გეგმარების სკოლების კვალდაკვალ ჩნდება თანამედროვე, ფერადი სკოლები რეკრეაციული სივრცეებით, სამკითხველო დარბაზებით, ლაბორატორიებით.
კონკურსი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სახლის პირობებში მეორეული მასალების, საკანცელარიო ნივთების გამოყენებით თავად შექმნან სასურველი სკოლის, სასკოლო სივრცის მაკეტი და ფართო აუდიტორიას აჩვენონ, როგორ გარემოში ისურვებდნენ სწავლას.
საკონკურსო დავალება
- შექმენით სკოლის ან სასკოლო სივრცის მაკეტი მეორადი მასალების ან/და საკანცელარიო ნივთების გამოყენებით;
- გადაიღეთ მაკეტის შექმნის ვიდეოტუტორიალი, რომელშიც წარმოაჩენთ მაკეტის შექმნის პროცესის ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდს, მასალებს, რომელთაც მაკეტის შესაქმნელად გამოიყენებთ;
- ჩაწერეთ 3-წუთიანი ვიდეოპრეზენტაცია, რომელშიც გაგვაცნობთ საკუთარ თავს, გვაჩვენებთ თქვენი პროექტის საბოლოო სახეს და აღწერთ მის კონცეფციას – რატომ სწორედ ასეთი გარემო? მოგვიყვებით თქვენს სამომავლო გეგმებზე;
- საჭიროა მშობლის / კანონიერი მეურვის თანხმობის წერილი მოწოდებული ვიდეორგოლების გავრცელებაზე;
- შეავსეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, რომელშიც ატვირთავთ მაკეტის შექმნის პროცესის ვიდეორგოლს, ვიდეოპრეზენტაციას, და გამოგვიგზავნე.
თქვენი მაკეტი შესაძლებელია წარმოაჩენდეს, როგორც სკოლის სრულ შენობას, ასევე მის გარკვეულ სივრცეს (მაგ.: რეკრეაციულ ზონას, საკლასო ოთახს, სამკითხველო დარბაზს, ლაბორატორიას ან/და ისეთ სივრცეს, რომელიც არცერთ სკოლაში არ არის, მაგრამ თვლით, რომ კარგი იქნებოდა ასეთი სივრცის არსებობა).
უპირატესობა მიენიჭება საკონკურსო დავალებებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
კონკურსი განკუთვნილია საშუალო საგანმანათლებლო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის. მათ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა: 3)
საკონკურსო დავალებების მიღება დაიწყება 2021 წლის 31 მაისიდან და გაგრძელდება 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება 30 ივნისის ჩათვლით, 23:59 საათამდე.
სააპლიკაციო ბმული: https://bit.ly/3wlu7pd
გამარჯვებულების გამოვლენა
კონკურსის ჟიური მონაწილეთა შორის შეარჩევს ფინალისტებს, რომელთა ვიდეოპრეზენტაციებიც ივლისის თვეში განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე და ფართო აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა ნამუშევრები შეაფასოს ფეისბუქის შემდეგი ემოციებით – like, love, care,wow.
ფინალი გაიმართება დისტანციურად, პლატფორმა ზუმის გამოყენებით, რომელშიც კონკურსის ჟიური საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებული პროექტების ავტორებს ორ ასაკობრივ კატეგორიაში:
ასაკობრივი ჯგუფი 1: 12 – 14
ასაკობრივი ჯგუფი 2: 15 – 17
ფინალზე დასახელდება ფეისბუქსაზოგადოების რჩეული გუნდები იმავე ასაკობრივ კატეგორიებში.
პრიზები
- ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო ვაუჩერი
გამარჯვებული პროექტის ავტორებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადასცემს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო ვაუჩერს, რომლითაც შეძლებენ, სრულად დაიფინანონ უნილაბის კურსებიდან სასურველი კურსის (Front-end და დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#) სწავლა;
- წიგნის სახლ "ლიგამუსის" ვაუჩერი
გამარჯვებული პროექტის ავტორები დაჯილდოვდებიან ილიაუნის წიგნის სახლის ლიგამუსი 200-ლარიანი ვაუჩერით და შეძლებენ მათთვის სასურველი წიგნების შეძენას.
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
კომენტარები